საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ცხადდება მიღება ინტერდისციპლინურ, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა"

    2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება ინტერდისციპლინურ, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა".

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
    ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართლის, ეკონომიკის, ისტორიის, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერების დარგში;
    ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით დაძლევა (ტესტის ტიპი A, B, C);
    გ) ინგლისური ენა (B2 დონე);
    დ) გასაუბრება (ინგლისურ ენაზე) გერმანელ და ქართველ პროფესორებთან.


    2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მიღების ვადები:
    •საბუთების მიღება - 27 აგვისტო - 3 სექტემბერი;
    •გამოცდა უცხო ენაში - 5 სექტემბერი;
    •გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
    •გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 7 სექტემბერი;
    •აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
    •კომისიასთან გასაუბრება ინგლისუ ენაზე - 7-8 სექტემბერი;
    •კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 10 სექტემბერი;
    •ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 14-17 სექტემბერი
    •საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 18 სექტემბერი
    •ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 19 სექტემბერი

    მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ, თსუ, მეორე კორპუსი, ოთახი 124.):

    •განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
    •განმცხადებლის ავტობიოგრაფია ინგლისურ ენაზე (CV);
    •ბაკალვრთან ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2018 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
    •ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
    •პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    •უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    •ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    •უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    •წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    •ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
    •სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

    საკონტაქტო ინფორმაცია:
    მისამართი: თსუ-ს II კორპუსი, ოთახი № 124.
    საკონტაქტო პირები:
    თამარ ბერიშვილი, ტელ :+99532 2 22 10 97,
    E-mail: tamar.berishvili@tsu.ge
    გვანცა მაღრაძე, ტელ.: 599379222
    E-mail: gvantsa.magradze@tsu.ge

    თარიღი: 29/08/2018